Friday, June 15, 2012

ტელემაუწყებლობის მოკლე ისტორია და საქართველო


           მსოფლიოში ტელევიზიის განვითარების დასაწყისად ითვლება 1875-1877 წლები, როდესაც   მოძრავი ობიექტის გამოსახულების სიგნალის მიღებისა და გადაცემის ძირითადი პრინციპები იქნა შემუშავებული.
ტერმინიტელევიზიაპირველად  რუსმა ინჟინერმა .პერსკმა  სართაშორისო კონგრესზე, პარიზში 1900 წელს გამოიყენა, თავის მოხსენებაშიელექტრონული ტელევიზია”.
 · 1925-1926 წლებში ინგლისში და აშშ-ში მოეწყო გამოსახულების გადაცემათა დემონსტრირება.
·  1928-1931 წლებში კი გამოსახულების გადაცემათა დემონსტრირება სსრკ-შიც განახორციელეს.
·  ამჟამდ არსებობს ტელემაუწყებლობის სხვადასხვა სტანდარტი: SEKAM-3,PAL, NTSC და სხვა.
·  ტელევიზიის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის საზღვარგარეთის სპეციალისტებს. პირველი სატელევიზიო გადამცემი და მიმღები შეიმუშავა პორტუგალიელმა მეცნიერმა დე პაივამ.
·  ტელევიზიის ელექტრონული სისტემის შექმნის იდეა წამოაყენა ინგლისელმა ინჟინერმა .სუინტონმა.
·  1934 წლის 15 ნოემბერს მოსკოვში მოეწყო გამოსახულების ხარისხის ჩვენება, სადაც გამოყენებული იყო . კატაევის მიერ შემუშავებული გადამცემი მილი.
·  1934 წლის 15 ნოემბერს პირველად სსრკ-ში მოეწყო ტელეგადაცემა ბგერითი თანხლებით.
·  ტელემაუწყებლობა სსრკ-შიომის გამო  შეწყდა 1941 წლის 1 აპრილს.
·  ტელეგადაცემები მოსკოვში აღდგა 1945 წლის 7 მაისს  და ეს იყო პირველი ევროპაში.


· 1953 წელს დაიწყო პირველი ტელეცენტრის დაპროეტება თბილისში, რომელიც უნდა განთავსებულიყო მთაწმინდის ზედა პლატოზე. პროექტის განხორციელებაში, ტელეცენტრისა და ტელეანძის ადგილმდებარეობის განსაზღვრაში დიდი წვლილი მიუძღვით იმ დროს წამყვან სპეციალისატებს: .კოტრიკაძეს, .ძაგნიძეს, .ლორთქიფანიძეს,  .ლორთქიფანიძეს.
· 1956 წელს მთაწმინდის ზედა პლატოზე პროექტის შესაბამისად დამთავრდა სატელევიზიო ანძის მშენებლობა. ანძის სიმარლე 185 მეტრი იყო, ხოლო ტურნიკენტულ ანტენასთან ერთად მისი სიმაღლე შადგენდა 192 მეტრს.  (ეს ანძა მაშინ სსრკ-ში ყველაზე მაღალი იყო). იქვე აშენდა სასტუდიო სააპარატო ბლოკი, რომელიც შედგებოდა ერთი 50 კვ. სტუდიისაგან. გარდა ამისა, იყო ერთი სასტუდიო და ორი კინოარხი. ამ დროისათვის შეძენილი იყო ერთი მოძრავი სატელევიზიო სადგური პტს-42. ანძაზე განთავსებული ანტენისათვის დამონტაჟდა სატელევიზიო გადამცემი ტტრ-5/2,5  5 კვტ სიმძლავრით და 1956 წლის ნოემბერში მეოთხე მეტრული სატელევიზიო არხით დაიწყო საცდელი გადაცემები.
   
· 1956 წლის 28 დეკემბერს გაზეთიკომუნისტიწერდათბილისში იხსნება ტელესტუდია”. ამ მოვლენამდე 6 თვით ადრე  თბილისში და რუსთავში გაიყიდა 3500 ტელევიზორი (რა თქმა უნდა შავ-თეთრი).  ტელევიზორის ფასი 200 მანეთი იყო.
· 1956 წლის 30 დეკემბერს ექსპლოატაციაში შევიდა თბილისის ტელეცენტრი და დაიწყო სატელევიზიო პროგრამების რეგულარული გადაცემები.
· თბილისის პირველ ტელემაყურებლებს წარმოადგენდნენ მეზობელთა ჯგუფები, ანუ სამეზობლო. იტალიურ ეზოებში გამოტანილი იყო ტელევიზორი, რომელსაც მეზობლები კოლექტიურად უყურებდნენ. ამ დროს ადამიანები განცვიფრებაში მოჰყავდა ტელევიზორს, როგორც ტექნიკის ფენომენს. ესთეტიური სიამოვნება მეორე პლანზე იყო გადაწეული.
· ზოგიერთი რამ პირველი ტელეგადაცემების შესახებ:
ლია მიქაძე (ტელევიზიის პირველი დიქტორი): ”მოვიდა 8 საათი, როგორც კი აინთო წითელი ნათურა დაიწყო პირველი ტელეგადაცემა საქართველოს ისტორიაში. მე პირდაპირი ეთერით განვაცხადე: საღამო მშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, გილოცავთ თბილისის ტელესტუდიის გახსნას”.

· ტელემაუწყებლობა მართლაც დიდი მოვლენა იყო არა მარტო საქართველოს სინამდვილეში, არამედ კაცობრიობის განვითარების ისტორიაში. ტელევიზიის შესახებ CNN-ის დამფუძნებელი ტეტ ტერნერი წერდა: ”უკიდეგანო, ინტელექტუალური უდაბნო
· ტექნიკური თვალსაზრისით ტელემაუწყებლობა იყო საუკეთესო საკომუნიკაციო საშუალება, მაგრამ შეიძლებოდა თუ არა ის გამხდარიყო ესთეტიური ღირებულების მქონე?
· ტელეგადაცემები საწყის პერიოდში წარმოებდა კვირაში ოთხჯერ, ხოლო 1961 წლიდან დაიწყო ყოველდღიური გადაცემები. პირველი ტელეგადაცემები იმ პერიოდში შესაბამისი ჩამწერი აპარატურის არარსებობის გამო წარმოებდა ჩაწერის გარეშე, პირდაპირი ეთერით, რაც ძალიან ართულებდა სამუშაოებს.
· თენგიზ ნათაძე (დიქტორი, ჟურნალისტი): ”ტელევიზიის რედაქცია მდებარეობდა კავშირგაბმულობის სამინისტოს შენობაში რუსთაველი სპროსპექტზე. ხშირად ღამის სათეებში ტელესტუდიის თანამშრომლებს მთაწმინსის პლატოზე ფეხით ასვლა უწევდათ”.
· ტელევიზიის ფენომენს მრავალი სიახლე ახლდა თან. ბევრისთვის ეს სრულიად ახალი და მიუჩვეველი იყო. ტელევიზიის მხატვრულ გადაცემათა რედაქტორი ვალია ხაზალია იხსენებს: ”ტელევიზიით გამოგვყავდა მხცოვანი პოეტი იოსებ გრიშაშვილი. მან გვითხრა: ”მე მიჩვეული ვარ ლექსების კითხვას აუდიტორიის წინაშე, სიამოვნებით ვკითხულობ ლექსებს ჩემს საყვარელ თბილისზე, თქვენ კი მეუბნებით უყურე ამ შავ ყუთს, აინთება წითელი ნათურა და მე უნდა წავიკითხო... არ გეწყინოთ, თუ უკანასკნელ მომენტში დაგტოვებთ”....
· მაშინ ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ ტელევიზია გაცილებით დიდი აუდიტორია იყო, ვიდრე ჩვეულებრივი, დიდი აუდიტორია, ან თუნდაც საკონცერტო დარბაზი.

No comments:

Post a Comment