Friday, June 15, 2012

ტელევიზიის წარმოშობა


ტელევიზიის ისტორია სატელევიზიო ტექნოლოგიები ერთ დღეში და ერთი ადამიანის მიერ არ შექმნილა. ეს საკმაოდ რთული პროცესი იყო, რომელიც დროში გაწელილი აღმოჩნდა.
საერთო ჯამში ყველაფერი 1873 წელს უილოუბ სმიტის მიერ გამოგონებული ფოტოეფექტისა და 1884 წელს პაულ ნიპკოვის მიერ შექმნილი სკანირებული დისკიდან იწყება, თუმცა ტელევიზია სრულყოფილი სახით, მხოლოდ 1953 წელს შეიქმნა.
1907
წელს პირველად მსოფლიო ისტორიაში სატელევიზიო მიმღების პრემიერა შედგა, რომელიც 10 კადრის გატარების შესაძლებლობას იძლეოდა.
აღსანიშნავია, რომ ამის შემდეგ, 1907 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორმა ბორის როზგინმა პირველმა მიიღო პატენტიგამოსახულების ელექტრონულად გადაცემასთან დაკავშირებით”.
მთავარი მოწყობილობა, რომელმაც ტელევიზიის შექმნა განაპირობა ვლადიმირ ზვორიკინის მიერ გამოგონებული მექანიკური ხელსაწყოიკონოსკოპიიყო, რომელიც 1923 წელს დააპატენტეს.
1926
წელს კაცობრიობის ისტორიაში პირველად იაპონელმა კენძირო ტაკაიანაგიმ სპეციალური ელექტრო-მილის დახმარებით ეკრანზე ასოები გამოსახა, რაც საფუძვლად დაედო მოძრავი გამოსახულების შექმნას.
ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, პირველი მოძრავი გამოსახულება 1928 წლის 26 ივლისს ტაშკენტელმა გამომგონებელმა ბორის გრაბოვსკიმ შექმნა, თუმცა აქვე არსებობს სხვა ვარაუდიც, რომლის მიხედვითაც ამ ინოვაციის ავტორი შოტლანდიელი გამომგონებელი ჯონ ბეირდია. ამ მონაცემის საფუძველზე მოძრავი გამოსახულება ბეირდმა 1926 წლის 26 იანვარს შექმნა, რომელმაც ოდნავ მოგვიანებით 1928 წელსბეირდ თელევიჟნ დეველოფმენტ ქომფანიდააარსა.
გარდა ამისა, იმ დროისთვის არსებობდა ელექტრონული ტელეჩვენების სხვაგვარი მოდელებიც, ისეთები როგორებიც იყვნენდისექტორიდამოძრავი შუქი”, თუმცა ამ მოდელებმაიკონოსკოპსკონკურენცია ვერ გაუწიეს.
პირველი ფერადი ტელემაუწყებლობა ამერიკის შეერთებულ შტატებში 1953 წლის 18 დეკემბერს დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ ტელევიზიის შექმნიდან რამდენიმე წლის განმავლობაში ტელემაუწყებლობა კვირაში მხოლოდ ოთხჯერ, ორ-ორი საათით ხორციელდებოდა. თუმცა ტელევიზიამ საზოგადოებაში ფეხი ძალიან ადვილად მოიკიდა და უკვე დღესტელევიზიის საერთაშორისო დღეცაღინიშნება.

No comments:

Post a Comment